ხშირად დასმული კითხვებიFrequently asked questions (FAQ)
სტარკ აკადემია ადგილია, სადაც თქვენს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ჩვენი გუნდი იმუშავებს. კურსის განმავლობაში ჩვენი ლექტორები გაგიზიარებენ იმ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობისას დააგროვეს.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი სწავლის ხარისხი და თქვენ - ჩვენი სტუდენტები ხართ.
კურსზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსოთ თქვენთვის სასურველი კურსის სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც ელ-ფოსტაზე მიიღებთ ინსტრუქციას შერჩევის შემდეგ ნაბიჯებზე.
ლექციები მიმდინარეობს სრულად დისტანციურად, ონლაინ ფორმატში.
სწავლება ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კურსს ეყოლება მოწვეული, უცხოელი ლექტორი.
ლექციების ჩატარების დღეები და საათები განსხვავებულია კურსების მიხედვით, თუმცა, ძირითად შემთხვევაში, ლექციები სამუშაო დღეებში - საღამოს საათებში, ხოლო შაბათ-კვირას დილის საათებში ტარდება.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ სასურველ დროს უყურონ ყველა ლექციის ჩანაწერს. ფაილებზე წვდომა გაზიარებული იქნება მთელი კურსის კურსის განმავლობაში და მისი დასრულებიდან 1 თვის პერიოდში.
თითოეული კურსის ბოლოს სტუდენტები წერენ ფინალურ გამოცდას, რომელიც ფასდება 100 ქულით. გამოცდის ჩასაბარებლად სტუდენტს მოუწევს გადალახოს 51%-იანი ზღვარი.
სერტიფიკატის ასაღებად სტუდენტი უნდა დაესწროს ლექციების მინიმუმ 40%-ს და ფინალურ გამოცდაზე აიღოს მინიმუმ 51%. ამის შემდეგ ის მიიღებს კურსის წარმატებით დასრულების ინგლისურენოვან, ციფრულ სერტიფიკატს.
კურსის საფასური სტუდენტმა უნდა დაფაროს ყოველთვიურად, კურსის ხანგრძლივობის მიხედვით. წინასწარ ერთიანად გადახდის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია, ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით.
Stark Academy is a place where your career growth and development become a shared goal for you and our dedicated team. Throughout the course, our lecturers will provide you with practical knowledge and insights gained from years of experience in leading Georgian and international companies.
Our top priority is delivering high-quality education, with our students at the center of everything we do.
To register, fill out the registration form for your chosen course. After submitting the form, you’ll receive an email with detailed instructions about the next steps in the selection process.
Lectures are conducted entirely online, in a fully remote format.
Courses are primarily taught in Georgian. However, if the course features a guest lecturer from abroad, the language of instruction may vary.
Lecture times depend on the specific course. Typically, they are held in the evenings on weekdays and in the mornings on weekends.
Yes, students will have access to all lecture recordings at any time. These materials will remain available throughout the course and for one month after it concludes.
Yes, each course concludes with a final exam worth 100 points. To pass, students must score at least 51%.
To earn a certificate, you must attend at least 40% of the lectures and achieve a minimum score of 51% on the final exam. Successful students will receive an English-language digital certificate upon course completion.
The course fee is paid monthly, based on the course duration. Students who prepay the full fee upfront are eligible for a 20% discount.